ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაამონტაჟებს, აცხადებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ამბულატორია სტანდარტულია და, ჯამში, 31-33 კვ.მ-ია. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვება.
სამინისტრო აცხადებს, რომ შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისათვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შენობების ინფრასტრუტურის მოწყობას დაასრულების შემდეგ ამბულატორიები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
ონფრასტრუქტურის სამინისტროს გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. მათ შორის, ათი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება.