ახალი ამბები

უსუფაშვილი: არჩევნები არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა შვებულებაში წავიდეს

24 თებერვალი, 2014 •
უსუფაშვილი: არჩევნები არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა შვებულებაში წავიდეს

“არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამასობაში ძნელია მონახოთ კალენდარში წელი, როდესაც საქართველოში არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნები ტარდება საქართველოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია თუ პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ და თუ სადმე რამე გამოსაძიებელია, არაფერი გააკეთონ. ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მობლენები მიუთითებს იმაზე, რომ არავის არაფერი არ შერჩება საქართველოში. ყველას ყველაფერი მოეკითხებ,ა თუ ვინმემ რამე ჩაიდინა. ამიტომ, თუ დღეს ვინმე რამეს სჩადის, მასაც აუცილებლად მოეკითხება იმიტომ, რომ დღეს მათ აქვთ კითხვები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეგონა, რომ იყვნენ და მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლებაში. დაველოდოთ მართლმსაჯულების სისტემას და მტკიცებულებებს, რომლითაც ესა თუ ის პირი პასუხისგებაშია მიცემული და შემდეგ გამოვთქვათ მტკიცებითი ფორმით მოსაზრებები”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

გიორგი ონიანი გუშინ საღამოს დააკავეს, მას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტს ედავება. ონიანი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი