ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ადვიკატმა გიორგ ონიანმა ასოციაციას მის მიმართ განცორციელებული ძალადობის თაობაზე რამდენჯერმე მიმართა. ხატიაშვილის თქმით, პროკურატურაში იბარებდნენ კონკრეტულ პირებს და ონინაის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
აღნიშულის თაობაზე ხატიაშვილი და ონიანი 24 თებერვალს პრესკონფერენციის მოწყობას გეგმავდნენ. თუმცა ონიანი 23 თებერვალს დაააკავეს, რაც “საეჭვოდ უკავშირდება პრესკონფერენციის ჩატარების წინა დღეს, იბადება ბევრი კითხვა”, ამბობს ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, პროკურატურა ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, ხოლო ძალადობის ფაქტები გამოუძიებელი რჩება.
“ვთვლი, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივებით, რომელიც მიზნად ისახავს საადვოკატო საქმიანობიდან მის ჩამოცილებას და ადვოკატის ინსტიტუტის დაშინებას, რათა ადვოკატებმა ვერ შეძლონ დაცვის უფლების განხორციელება შიშის გარეშე”,- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მისი განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტს ალდო ბულგარელის მიმართა. ალდო ბულგარელიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილს მიმართა, რომ ადვოკატ გიორგი ონიანთან მიმართებაში ძალადობის ფაქტები აღიკვეთოს.
იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი ონიანი, რომელიც ბაჩო ახალაიას იცავს, 23 თებერვალს, გვიან ღამით დააკავეს. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტს ედავება.
საქმე ეხება პერიოდს, როცა გიორგი ონიანს თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.