ახალი ამბები

თბილისში საეჭვო წარმომავლობის ხორცია ამოღებული

24 თებერვალი, 2014 •
თბილისში საეჭვო წარმომავლობის ხორცია ამოღებული

“ხორცს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქონელი სასაკლაოს გვერდის ავლით, ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე არის დაკლული და, შესაბამისად, საეჭვოა მისი წარმომავლობა,- აცხადებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური.

 

სამსახურის ინფორმაციით, პირი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, 300 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ამოღებული ხორცი დაილუქება და განადგურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი