ახალი ამბები

დიმიტროვი: ოპოზიციონერი ფიგურების დაკავებას ყოველთვის ახლავს ეჭვი

24 თებერვალი, 2014 •
დიმიტროვი: ოპოზიციონერი ფიგურების დაკავებას ყოველთვის ახლავს ეჭვი

“მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე, მაგრამ ნებისმიერ დროს, როცა არჩევნებამდე პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციის ფიგურებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და შეშფოთებები. სწორედ ამიტომ, როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ეს ძალიან კარგად უნდა იყოს დამტკიცებული, უნდა ითქვას, რომ პასუხისგებაში მიცემა და სასჯელის დაკისრება ორი სხვადასხვა რამეა”, – განაცხადა დიმიტროვმა. მან აღნიშნა, რომ კონრკეტულად არ იცნობს აღნიშნულ საქმეს – “ასეთ საქმეებზე საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან და ეს კარგია”, – განაცხადა დიმიტროვმა.

 

გიორგი ონიანი გუშინ საღამოს დააკავეს, მას გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტს ედავება. ონიანი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი