სამინისტროს ინფორმაციით, დებულება საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისიის შექმნის შესახებ 13 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. სამთავრობო კომისია საქართველოში ფეხბურთის სამომავლო აღორძნებისთვის გამიზნული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს.
პრემიერ–მინისტრის გარდა კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.
კომისიის შემადგენლობაში მყოფ პირთა სრული სია და კომისიის უახლოესი გეგმები შეგიძლიათ იხილოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ–გვერდზე.