ხვალ, 25 თებერვლის 11:00 საათიდან 26 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის, მინდელის და ჯიქიას ქუჩებს, ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რაიონებს, ზემო ვაკეს, ჩოლოყაშვილის გამზირს და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბაგებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ზემო ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს; კრწანისის რაიონში – გორგასლის ქუჩის ნაწილს, ჟ. კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, თუმანიანის, აბესაძის, ახოსპირელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგება ასევე შეუწყდებათ ოქროყანას, კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს, ასევე, ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებს.
კომპანიის განცხადებით, 1200 მმ-იან მაგისტრალური წყალდენის სოფელ ნატბეურთან გამავალ მონაკვეთი დაზიანდა.