ახალი ამბები

“სტარბაქსის” მაღაზია “თბილისი მოლში” გაიხსნება

2 აგვისტო, 2018 • 3649
“სტარბაქსის” მაღაზია “თბილისი მოლში” გაიხსნება

საქართველოში სტარბაქსის  მაღაზია “თბილისი მოლში” გაიხსნება. “ნეტგაზეთს” თბილისი მოლში განუცხადეს, რომ მაღაზია სავაჭრო ცენტრში რამდენიმე თვეში გაიხსნება.

საქართველოში სტარბაქსის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს გავრცელდა. ამერიკული ყავის კომპანია საქართველოში მისი ფრენჩაიზის მფლობელის, “შაიას” მეშვეობით შემოვა. კომპანია 2002 წელს ქუვეითში “ალშაიას ჯგუფმა” დააარსა და წლებია, თურქეთის ბაზარზე საცალო გაყიდვებში ოპერირებს. კომპანია თურქეთში ისეთი ცნობილი ბრენდების  ფრენჩაიზის მფლობელია, როგორიცაა “ვიქტორია სეკრეტი” და სხვა. “შაიას” მეშვეობით სტარბაქსი აზერბაიჯანშიც იყიდება.

“სტარბაქსი” ამერიკული ყავის კომპანია, რომელიც 1971 წელს დაარსდა. კომპანიამ პირველი მაღაზია სიეტლში გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 24 ათასი მაღაზია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი