ახალი ამბები

საქართველოში სტარბაქსი შემოდის

11 ივნისი, 2018 • 7731
საქართველოში სტარბაქსი შემოდის

საქართველოში სტარბაქსი შემოდის. ამერიკული ყავის კომპანია საქართველოში მისი ფრენჩაიზის მფლობელის, “შაიას” მეშვეობით შემოვა. კომპანია 2002 წელს ქუვეითში “ალშაიას ჯგუფმა” დააარსა და წლებია, თურქეთის ბაზარზე საცალო გაყიდვებში ოპერირებს. კომპანია თურქეთში ისეთი ცნობილი ბრენდების  ფრენჩაიზის მფლობელია, როგორიცაა “ვიქტორია სეკრეტი” და სხვა. “შაიას” მეშვეობით სტარბაქსი აზერბაიჯანშიც იყიდება. ახლა კი კომპანია უკვე საქართველოში შემოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი