ახალი ამბები

სასამართლოს ეზოსთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს [VIDEO]

24 თებერვალი, 2014 • • 1325
სასამართლოს ეზოსთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს [VIDEO]

“ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლო იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მერაბიშვილს გამოუტანოს უმკაცრესი განაჩენი. ის არის 26 მაისის დამკვეთიც და შემსრულებელიც. მერაბიშვილის გარეშე არაფერი ხდებოდა საქართველოში. მერაბიშვილი დამნაშავეა 26 მაისის, 7 ნოემბრის დარბევებში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში და იმ დანაშუალებებში, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ზურაბ ქადაგიძე.

 

აქციის კიდევ ერთი მოანილე ლევან ალუღიშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილი ცდლობს საკუთარი დანაშაული რიგით პოიციელებს გადააბრალოს. 

 

“რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მერაბიშვილი აქციის დარბევას საკუთარ კაბინეტში დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს”.

 

აქციის მონაწილეებს სასამართლოსთან მიტანილი აქვთ შემდეგი შინაარსის პლაკატები:  “სისხლიანი 26 მაისი”, “დანაშაულებრივი რეჟიმი”, “სისტემური დანაშუალის სულის ჩამდგემელი და განმახორციელებელი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი