ახალი ამბები

გიორგი ონიანი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს

24 თებერვალი, 2014
გიორგი ონიანი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს

“გული გაუხდა ცუდად და კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე იქ იმყოფება. ასევე, როგორც ვიცი, მისი დაკავებისას იყო შეხლა–შემოხლა და ჩალურჯებები აღენიშნება მკლავებზე”, – აცხადებს დავით დეკანოიძე.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რა ბრალდებით დააკავეს გიორგი ონიანი:

 

“ჯერ ოფიციალურად ბრალი მისთვის არ წაუყენებიათ, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას დასდებენ ბრალად”, – აცხადებს დავით დეკანოიძე.

 

თავად გიორგი ონიანი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი