ტურჩინოვმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ერთიანი მთავრობის შემადგენლობის ფორმირება 25 თებერვლამდე უნდა მოხდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
რადამ ვიქტორ იანუკოვიჩი გუშინ, 22 თებერვალს გადააყენა. რადას მიერ მიღებული დადგენილებითვე პატიმრობიდან გათავისუფლდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელმაც “მაიდანზე” შეკრებილებს გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილდმდებარეობა ამ დროისთვის უცნობია. ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი დამოუკიდებლობის მოედანზე რჩება, სადაც ვითარება მშვიდია.
პარლამენტის გადაწყვეტილებითვე იანუკოვიჩის ქონება სახელმწიფოს გადაეცა. მათ ასევე გადააყენეს საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. დაპატიმრების ორდერი გასცეს შემოსავლების მინისტრისა და გენერალური პროკურორის მისამართით.