პარლამეტის ყოფილი შენობის წინ საქართველოსა და უკრაინის დროშა გამოფინეს. კიბეებზე კი გარდაცვლილი ადამიანების სურათები და სანთლები იყო განლაგებული.  აქციის მონაწილეებს ასევე დაგგმილი აქვთ ვიდეორგოლის გადაღება, სადაც უკრაინის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.


დღევანდელ აქციაზე მაიდანის ფინანსურად დახმარების შესაძლებლობაც იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახმარებელ თანხას რამდენიმე დღეა აგროვებენ სხვადასხვა ღონისძიებებით თუ კონცერტებით. თანხის საბოლოოდ დათვლის შემდეგ კი მას საჭიროების მიხედვით დახარჯავენ. უკვე ცნობილია, ერთ-ერთი, ვისაც შემოწირულობით დაეხმარებიან, “წითელი ჯვრის” მოხალისეა, რომელიც უკრაინაში მძიმედ დაშავდა. 


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქე. 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *