დღეს, 11:30-დან 14:00 საათამდე წყალსადენის 50 მმ-იან ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება საქანელას ქუჩას. 12:00-დან 22:00 საათამდე წყალსადენის 100 მმ-იან ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება მარატ ნოზაძის კერძო დასახლებას, მუხიანის ე.წ. აგარაკებსა და გოგებაშვილის სახელობის კოლეჯს. 12:00-დან 18:00 საათამდე ასურეთის ქ. №32-თან, დაზიანებული ურდულის აღდგენის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება ასურეთის, კიშინიოვის, გეგუთის, სვირის, ლუბოვსკის, დარკვეთის, ახტალის, სანავარდოს, ბახმაროსა და მიმდებარე ქუჩებს. 12:00-დან 18:00 საათამდე, კოტე მესხის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება ზედგენიძის შესახვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ტყის, ჩაბალის, ალ. ჭავჭავაძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. 12:45-დან 20:00 საათამდე, წყალსადენის 100 მმ-იან ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება ციმაკურიძის ქ. №1, 2, 3, 4-ს (კერძო სახლები).