ახალი ამბები

უსუფაშვილი: ქართული ოცნება არჩევნებს როდესმე წააგებს, მაგრამ არა ამ არჩევნებს

21 თებერვალი, 2014 •
უსუფაშვილი: ქართული ოცნება არჩევნებს როდესმე წააგებს, მაგრამ არა ამ არჩევნებს

“კოალიცია “ქართული ოცნება” მოვა დრო და არჩევნებში დამარცხდება, მისი შემადგენელი ნებისმიერი პარტია. როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გუნდს გვემშვიდობებოდა როგორც პოლიტიკური ლიდერი, მისი ბოლო ფრაზები, დანაბარები თუ თხოვნა იყო ასეთი, რომ მე მაშინ ვიქნები პოლიტიკურად ბედნიერი და ჩავთვლი, რომ რაც მინდოდა ის მოხდა, როდესაც თქვენ, ახლა ვისაც გიყურებთ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში დამარცხებულებს გნახავთო”, – განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას.

 

მისივე თქმით, ამისთვის ყველა უნდა იყოს მზად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამარცხებამდე ერთი მაჟორიტარული ოლქის წაგება უკვე პარტიის ჩამოშლას ნიშნავს:

 

“ასე ფიქრობდნენ ჩვენი კოლეგა ნაციონალები, ამ ტიპის ფიქრმა ისინი მიიყვანა აქამდე. თუ ასე ფიქრობ, შეიძლება პროცესი მართლა მივიდეს იქამდე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ჩამოიშალოს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი