ახალი ამბები

unian: უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლოა ტიმოშენკო გათავისუფლდეს

21 თებერვალი, 2014 •
unian: უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლოა ტიმოშენკო გათავისუფლდეს

სტატიაში ნათქვამია, რომ უმაღლესმა რადამ იმსჯელა სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კერძოდ კი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე–19 მუხლის ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვის თაობაზე და ახალი კანონი ხმათა უმრავლესობით მიიღო.

 

uniani–ს კორესპონდენტის ცნობით, ცვლილებებს ხმა დარეგისტრირებული 365 დეპუტატიდან 310–მა მისცა.

 

დეპუტატი ანა გერმანი აცხადებს, რომ ეს კანონი იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლების საშუალებას იძლევა:

 

“მე ყოველთვის ვემხრობოდი ტიმოშენკოს გათავისუფლებას”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

 

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 2011 წელს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე, რომლითაც უკრაინის საგამოძიებო უწყებები პრემიერის თანამდებობაზე მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი რუსეთთან გაზის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში. ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ იულია ტიმოშენკოს კიდევ რამდენიმე სახის ბრალდება წაუყენა, კერძოდ, საქმე ეხება გადასახადების დამალვას, ასევე, 1996 წელს ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის ევგენი შერბანის მკვლელობას.

იულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო

მასალების გადაბეჭდვის წესი