ახალი ამბები

სერგეენკო: საჭიროების შემთხვევაში ქართველი ექიმები უკრაინაში ჩავლენ

21 თებერვალი, 2014 • • 930
სერგეენკო: საჭიროების შემთხვევაში ქართველი ექიმები უკრაინაში ჩავლენ

მინისტრის განცხადებით, ის დღეს ესაუბრა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს და გამოთქვა მზადყოფნა დახმარებოდა უკრაინელ კოლეგებს, ყველა იმ მიმართულებით, რაც მათთვის იქნება კრიზისული და დეფიციტური:

 

“ისინი ამ ეტაპზე ადამიანური რესურსებით, მედიკამენტებით ან სახარჯი მასალით დახმარებას არ საჭიროებენ”, – აცხადებს დავით სერგეენკო. მისივე თქმით, მას ყოველდღიური კომუნიკაცია ექნება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან და საჭიროების შემთხვევაში მყისიერად მოხდება მათი დახმარება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროება იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი