შეთანხმებას ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოეწერა. როგორც გამოცემა unian.net იუწყება, შეთანხმებას ხელი იანუკოვიჩმა, პოლისაბჭოს “ბატკივშინა” ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა, პარტია “უდარის” ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ და “სვობოდას” ლიდერმა, ოლეგ ტიაგნიბოკმა მოაწერეს.
გამოცემის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მოქალაქეებს.
ამ ეტაპზე შეთანხმების შესახებ სხვა დეტალები არ გასაჯაროვებულა.