მათი ინფორმაციით, რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინისთვის ორმილიარდიანი კრედიტის მეორე ტრანშის გადავადება მანამდე, სანამ ქვეყნებს შორის პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური არ გახდება.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ნათელი არაა, რაში გამოიყენებს უკრაინა ამ თანხას, ან როგორ დააბრუნებს უკან, ამიტომ უმჯობესია დაცდა.
უკრაინისთვის კრედიტების გაყინვის თაობაზე 19 თებერვალს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ იყო.