“ძალიან მნიშვნელოვან და შემაშფოთებელ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე მივმართავ უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი ამ მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენ როდესაც დავდივართ და ვხვდებით უცხოელ კოლეგებს, თქვენი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ოდიოზურ პიროვნებებს ვგულისხმობ, საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის ეკლესია, საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ეკლესია ატარებს რუსულ, კრემლის და პუტინის ინტერესს, რომ ვითომ საქართველოს განვითარებას და ევროატალნტიკურ სივრცეში წინსვლას ხელს უშლის ეკლესია. მოვითხოვ თქვენგან, ყველას გაეცით ამაზე პასუხი, სხვა შემთხვევაში თქვენ ხართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მთელი გულწრფელობით ვიძახი ამას”, – განაცხადა აბაშიძემ.