ახალი ამბები

აბაშიძე: ის დაპირებები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გასცა არჩვნებამდე, შესრულებულია

21 თებერვალი, 2014 •
აბაშიძე: ის დაპირებები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გასცა არჩვნებამდე,  შესრულებულია

დეპუტატის განცხადებით, მას ბევრი შეუძლია ისაუბროს იმ შედეგების შესახებ, რაც ხელისუფლებას აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ოპონენტებს ამის მოსმენა არ სურთ:

 

“ჩვენ ვამბობდით და ვპირდებოდით საქართველოს მოსახლეობას, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნებოდა და გაიხსნა კიდევაც. ამით ძალიან ბევრი სარგებელი მიიღო სახელმწიფომ თუ თითოეულმა მოქალაქემ. ვამბობდით, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნებოდა სოფლის მეურნეობა და ეს დღესაც ასეა. თქვენ უყურებთ როგორ ჩავიარეთ საშემოდგომო სამუშაოები, როგორ ეფექტურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება. პრიორიტეტი არის განათლება, როგორც ვამბოდით, და ეს რჩება, უფასო განათლება, რომელსაც ჰპირდებოდა ქართული ოცნება, შესრულებულია და კიდევ გაგრძელდება –წიგნები, რომელიც დაურგიდა თითოეულ ბავშვს. როცა ბატონი პრეზიდენტი იყო განათლების მინისტრი, მაშინ გაიცა ეს დაპირება, ახლა შესრულებულია და მომავალშიც გაგრძელდება.  ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა, რომელიც ჩვენი სახელმწიფო პრიორიტეტია, ასეც იქნება მომავალში.”, – განაცხადა დეპუტატმა. 

 

მისი თქმით, ადრე, როდესაც ადამიანს რაიმე სენი შეეყრებოდა, დიდი ვალი უნდა აეღო, დღეს კი ასეთი რამ აღარ ხდება, რადგან ყველა ადამიანი დაზღვეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი