ახალი ამბები

ევროკავშირის მინისტრები მაიდანზე მივლენ

21 თებერვალი, 2014 •
ევროკავშირის მინისტრები მაიდანზე მივლენ

ამის შესახებ twitter–ზე რადოსლავ სიკორსკი წერს:

 

“შტაინმაიერთან ერთად მივდივარ მაიდანზე აქტივისტებთან შესახვედრად, რათა განვიხილოთ შეთანხმების პროექტი”, – წერს სიკორსკი.

რადოსლავ სიკორსკი
რადოსლავ სიკორსკი

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის, 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების და ეროვნული ნდობის მთავრობის ფორმირების ინიციატივით გამოდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი