მოსარჩელეები მოითხოვენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია პირის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემა. სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გაიგივებული გადაუმოწმებელი, ცრუ და დეფამაციური ხასიათის ცნობების გამოქვეყნებასთან. “
თიბისი ბანკი” და მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალისთვის“ დაკისრებულ თანხას სრულად მოახმარს თავისუფალი, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას. „თიბისი ბანკი“ აქვე აფრთხილებს „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერ შემთხვევაზე, დღეიდან მოითხოვს იმ ტირაჟის ამონაგებს სრულად მორალური ზიანის სახით.
