ახალი ამბები

იანუკოვიჩი: ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ინიციატივით გამოვდივარ

21 თებერვალი, 2014 •
იანუკოვიჩი: ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ინიციატივით გამოვდივარ

“ვაცხადებ, რომ ინიცირებას ვუწევ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ასევე, ინიცირებას ვახდენ, რომ კონსტიტუცია დაუბრუნდეს 2004 წლის რედაქციას, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკად ყალიბდება უკრაინა. მოვუწოდებ ეროვნული ნდობის მთავრობის ფორმირების დაწყებისკენ,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიქტორ იანუკოვიჩმა.


იანუკოვიჩი თავის განცხადებაში წერს, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია და იმისათვის, რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა, აუცილებელია ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა.


“როგორც უკრაინის პრეზიდენტის და კონსტიტუციის გარანტი, დღეს მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ ხალხის, უკრაინის და ღვთის წინაშე, რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლე, მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს მიწაზე,” – აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი