ახალი ამბები

ბექა წიქარიშვილი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

31 ივლისი, 2018 • 2049
ბექა წიქარიშვილი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი ბექა წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა. წიქარიშვილს, რომელიც პოლიციამ 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ გამართულ აქციაზე დააკავა, შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა.

მათ შორის, 166 მუხს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და 173-ე მუხლს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. სასამართლომ არ მიიჩნია, რომ წიქარიშვილი 173-ე მუხლს არღვევდა დაკავების მომენტში და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა. 166-ე მუხლის ნაწილში კი სასამართლომ ის 100 ლარით დააჯარიმა.

ბექა წიქარიშვილი პოლიციამ ღამით “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. სანამ დააკავებდნენ, წიქარიშვილმა რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა დააანონსა და ამ მსვლელობის დეტალებზე სასაუბროდ ოპერაციის პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას ითხოვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი