“ქვეყნის უცვლელი კურსია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რაც საზღვრების ურღვეობას, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და ქვეყნის დეოკუპაციის პრინციპებს ემყარება. ამ ასპექტში ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნება. არაღიარება არ ნიშნავს იზოლაციონიზმს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები უნდა ჩავრთოთ ევროკავშირთან ერთობლივ ეკონომიკურ სავაჭრო პროექტებში“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დე ფაქტო რეჟიმებსაც მიმართა:
„ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, დღეს აფხაზების და ოსების იდენტობის და თვითმყოფადობის ყველაზე მყარ გარანტიას ჩვენი ერთიანობა და ერთად ცხოვრება წარმოადგენს. ამიტომაც, თუ თქვენთვის ოდნავ მაინც ძვირფასია აფხაზების, ოსებს და ამ ტერიტორებიზე მცხოვრები მოსახლეობის მომავალი, ნუ მოაქცევთ მათ იზოლაციაში,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ს