ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, სადამკვირვებლო მისიებმა, საზოგადოებამ უცებ არ გაიგოს არჩევნების შესახებ, არამედ დაიწყოს არჩევნებისთვის დროული მზადება, მინდა მოგახსენოთ, რომ არჩევნები დაინიშნება მიმდინარე წლის 15 ივნისს. შესაბამის განკარგულებას მე ხელს მოვაწერ მას შემდეგ, რაც თქვენ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსს მიიღებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.






