ახალი ამბები

„თიბისი ბანკის“ სტრატეგიაა არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები

21 თებერვალი, 2014 • 1372
„თიბისი ბანკის“ სტრატეგიაა არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები

„თიბისი ბანკის“ მენეჯმენტი საჭიროდ თვლის, ღიად და საჯაროდ გამოხატოს ბანკის ხედვა და სტრატეგია ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

თავისი არსებობის მანძილზე, „თიბისი ბანკი“ არასოდეს აწარმოებდა არასაბანკო ბიზნესს. ეს განსაზღვრულია ბანკის სტრატეგიითა და კორპორატიული კულტურით.

 

თიბისი ბანკის საქმიანობა განისაზღვრება მხოლოდ საბანკო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული ფინანსური სერვისებით, როგორებიცაა მაგალითად, სალიზინგო მომსახურება (თიბისი ლიზინგი), სწრაფი გადახდები (თიბისი პეი), პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტი (UFC) და მსგავსი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო საქმიანობასთან და არ წარმოადგენს არაპროფილურ ბიზნესს.

 

არაპროფილურ ბიზნესებად არ უნდა მივიჩნიოთ ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ბანკი ცდილობს პრობლემური სესხის დაფარვას. ამ პროცესში შესაძლოა მოხდეს პრობლემური აქტივისდროებით საკუთრებაში მიღება, მისი შემდგომი რეალიზაციის და სესხის დაფარვის მიზნით.

 

ბანკი აპირებს მომავალშიც შეინარჩუნოს ეს პოზიცია და არ აწარმოოს არაპროფილური ბიზნესები.  

 

თიბისი ბანკი
თიბისი ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი