“ვითარება უკიდურესად მძიმეა შეტაკებების შედეგად დაღუპულია ათეულობით ადამიანი, ასობით დაჭრილია. ჩვენთვის ასევე ძალიან მძიმეა, რომ უკვე საქართველოს 2 მოქლაქეა დაღუპული. ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლა დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფლებისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ უკრიანის ხელისუფლებას პოლიტიკური დიალოგი გაეღრმავებინა, ძალადობის გამოყენება მოხდა:
“უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისათვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა და ერთმანეთთან არ დაეპირისპირებინა. გუშინაც მე მოვუწოდე პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიცვას მთავარი: თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ამავე დროს ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული”, – განაცხადა პრეზიდნეტმა.
პარლამენტის დარბაზში დეპუტატებს უკრაინის დროშები აქვთ განთავსებული.