ახალი ამბები

კაზრეთში RMG-ის ყოფილი მუშა გარდაიცვალა

21 თებერვალი, 2014 •
კაზრეთში RMG-ის ყოფილი მუშა გარდაიცვალა

ყოფილი მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ დაგვიდასტურა. მისი თქმით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მან თავი მოიკლა.

 

“რამდენიმე თვის წინ ქარხნიდან გათავისუფლებულია რაღაც მიზეზის გამო. ზოგი ამბობს, რომ სოციალურ ნიადაგზე შეჭირვების გამო მოიკლა თავი, ზოგი ამბობს, სანადიროდ აპირებდა წასვლას და თოფი გაუვარდაო. ზუსტი მიზეზი არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში გაფიცვას და ამ პროცესს არ უკავშირდება. გაფიცვის მონაწილე არ იყო ეს ადამიანი”,- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

 

კომაპანია RMG-ის განცხადებით, გარდაცვლილი დაახლოებით ერთი წლის წინ, 2013 წლის 27 მარტს გათავისუფლდა სამსახურიდან და მას საგაფიცვო მომიტეტთან კავშირი არ ჰქონია. 

 

დოლაბერიძის თქმით, გარდაცვლილი დაბა კაზრეთში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიხედვით დაიწყო. თუმცა, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს თოფი შემთხვევით გაუვარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი