პარაფირება დაგეგმილია უკრაინის დროით 12:00 საათისთვის (თბილისის დროით 14:00 საათი). მოლაპარაკებები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოლაპარაკებებს უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის აწარმოებდნენ საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, კიევში შეტაკებების შედეგად, რომელიც 18 თებერვლიდან გააქტიურდა, დაღუპულია 77 ადამიანი და დაშავებულია 577 მოქალაქე. დაღუპულებს შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.

