10:30 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, გაიმართება სამოქალაქო კამპანია. კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს, გაესაუბრებიან მათ 21 თებერვლის მნიშვნელობაზე და საჩუქრად გადასცემენ 1921 წლის კონსტიტუციებს.
10:50 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიფინგს გამართავს.
11:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ზუბალაშვილების 36, თბილისი.
11:00 საათზე, `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალური დირექტორი – ალექსეი კუზნეცოვი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს სოფ. პატარა ლილოს 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გააცნობს. შეკრების ადგილი: 10:15 სთ.; ჯორჯ ბუშის ქუჩა, შსს-ის შენობის მოპირდაპირედ.
11:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ხელმძღვანელი რობერტ ცეინერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელი მარტინ ჰომოლა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
11:30 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო გარემო.
12:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში „საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ პრეზიდენტი, ირინე ფხოველიშვილი ბრიფინგს თემა: “ვინ მფარველობს მთავრობიდან ძველი ხელისუფლების მიერ ეროვნულ აგრო–სექტორზე განხორციელებულ გენოციდში მხილებულებს”.
12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მცირემიწიან ფერმართა ხელშეწყობის 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
12:30 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში ზაზა ნანობაშვილი, მიხეილ-გელა სალუაშვილი, თამარ სამსონიძე და ბრიფინგს გამართავენ. თემა: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ჩატარებული სხდომა 100 000 ხელმომწერთა მოთხოვნის განხილა, ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვებაზე.
12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის ფოიეში, სხდომათა დარბაზის წინ მოეწყობა გამოფენა, სახელწოდებით, „25 თებერვალი – საქართველოს ოკუპაციის დღე.“
13:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ირაკლი წერეთელი ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჰუდონჰესი.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“(მის: თავისუფლების მოედანი #4) გაიმართება ინტერნეტ კონფერენცია ქართულ- ოსური საზოგადოება მშვიდობის გზების ძიებაში.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი და საიას იურისტი სილხან სალაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მეტი გამჭირვალეობა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს შესახებ.
13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი პრესკონფერენციას გამართავს თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები და პრეზიდენტის სტუმრობა პარლამენტში.
13:30 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში რამაზ საყვარელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პოლიტიკური პროცესების შეფასება.
13:45 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში ახალგაზრდა სოციალ- დემოკრატების თავმჯდომარე რევაზ კარანაძე და მარიამ გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: კაზრეთში გაფიცული მუშები.
14:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს პოლიტიკური გაერთიანება „უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე“ თავმჯდომარე გელა სალუაშვილი. პრესკონფერენციას გამართავს თემა: აიდი ბარათები და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების გაუქმება.
14:00 საათზე „რეპორტიორის“ პრესკლუბში „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შეფასებები.
15:00 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
18:00 საათზე საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის N7) გაიმართება „მედიის განვითარების ფონდის“ გამოცემის „ქალები წარსულიდან“ და ვებ-პორტალის გენდერმედიატორი პრეზენტაცია; პროექტი განხორციელდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით.
19:00 საათზე სასტუმრო „ვერე პალასში“ (მის: ქუჩიშვილის ქ. 22-24, ფიქრის გორა) ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის ეგიდით გაიმართება ოფიციალური მიღება. ღონისძიებაზე დასახელდება ყოველწლიურ ნომინაციაში: „ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ სპეციალური პრიზი.




