შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ცოტა ხნის წინ დაასრულეს. როგორც გერმანიის საგარეო უწყების პრესსამსახური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, იანუკოვიჩთან შეხვედრა 4 საათის განმავლბაში მიმდინარეობდა.
რია ნოვოსტი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტრებმა იანუკოვიჩს კრიზისის დაძლევის 3–პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს: 1. გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, 2. საკონსტიტუციო რეფორმების დაწყება, 3. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.





