ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება მხარეებს შორის. ამ თემაზე მინისტრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ფრანს–პრესი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტრები უკრაინაში რჩებიან და კიევში შეხვედრებს ხვალაც გამართავენ. რია ნოვოსტი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მინისტრებმა იანუკოვიჩს კრიზისის დაძლევის 3–პუნქტიანი გეგმა შესთავაზე: 1. გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, 2. საკონსტიტუციო რეფორმების დაწყება, 3. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.




