ახალი ამბები

მარგველაშვილი: ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია

20 თებერვალი, 2014 •
მარგველაშვილი: ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია

 

“უკრაინაში მოვლენები ყოველ საათში ტრაგიკულად ვითარდება. ჩვენ ვართ სრულიად შოკირებული იმ კადრებით, რაც დღეს ყველამ ვიხილეთ. საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არც ერთ ხელისუფლებას არ შეშვენის და არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია. იმედს გამოვთქვამთ, რომ თუ იქნება მკვეთრი პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხრიდან, თუ ის გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, კიდევ არის შანსი, რომ უკრაინაში დიალოგის განახლება მოხდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ იანუკოვიჩი გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას მძიმე დაპირისპირებას თავიდან ააცილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი