საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით ადავენებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს.
გვინდა გამოვთქვათ ჩვენი მწუხარება, რომ კიევში უკიდურეს დაძაბულობას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, მედიის წარმოამდგენლებიც – ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, კოლეგებს.
ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, როგორი საფრთხის ქვეშ, რამდენად მძიმე ვითარებაში უწევთ როგორც უკრაინელ, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ჟურნალისტებს, ვიდეოოპერატორებს, ფოტორეპორტიორებს მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია.
მივმართავთ თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში, მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართველი ჟურნალისტების მუშაობას ცხელ წერტილში და, რაც მთავარია, მაქსიმალურად იზრუნონ მათ უსაფრთხოებაზე.
მიგვაჩნია, რომ დღეს უაღრესად საჭირო და ამავე დროს დასაფასებელია მათი შრომა, თავისუფალი მედიის იდეა ხომ ჩვენთვისაც საზიაროა და იმავე ბრძოლის ნაწილია, რასაც ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა ჰქვია.