თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მის ჩაქრობაზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.
როგორც “ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად 250 კვ.მ ფართობის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მჭიდრო დასახლებია გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე.
ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისი – ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
დამწვარია 250 კვ. მ. ფართი
მჭიდრო დასახლებია გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი მეზობელ სახლებს არ გადაედო
ადგილზე მუშაობს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on Sunday, 29 July 2018