შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მეხიკოში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას ჰყავდა მარიონეტული მთავრობა სირიაში, ახლა მას უკრაინის მთავრობაც დაემატა.
“მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და სირიაში მცხოვრებ ხალხი გამოხატავს თავის იმედსა და მისწრაფებებს. ისინი აცნობიერებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, არის საყოველთაო და ფუნდამენტური უფლებები. თუმცა ბატონ პუტინს ამ საკითხების მიმართ [ფუნდამენტური უფლებების] აქვს განსხვავებული ხედვა და ეს აღარ წარმოადგენს საიდუმლოს. შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ ეს არის ცივი ომის საჭადრაკო დაფა, სადაც ჩვენ რუსეთს ვეჯიბრებით, არამედ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტონ. ხოლო სირიაში მცხოვრებმა ადამიანებმა ბომბების გარეშე აირჩიონ საკუთარი მომავალი”,- განაცხადა ობამამ.
იგი დაეთანხმა კანადის პრემიერ-მინისტრის სტეფან ჰარპერის მოსაზრებას, რომ ახლა მთავარია მშვიდობამ დაისადგუროს დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუნდაც დროებითი მთავრობის დასაკომპლექტებლად, რათა უკრაინელმა ხალხმა შეტაკებებისა და სისხლისღვრის გარეშე აირჩიოს საკუთარი მომავალი.
წყარო: The Guardian