ახალი ამბები

მყვინთავები ჭოროხსა და შავ ზღვაში 51 წლის კაცს ეძებენ

27 ივლისი, 2018 • 1755
მყვინთავები ჭოროხსა და შავ ზღვაში 51 წლის კაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მყვინთავები მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში 51 წლის კაცს ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, კაცი თანხმლებ პირებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი მის სამძებრო სამუშაოებს მდინარე ჭოროხსა და შავ ზღვაში აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი