ახალი ამბები

თბილისის მერია გაბრიელ ბერის საფლავის გახნის დღეს უფასო ავტობუსებს დანიშნავს

20 თებერვალი, 2014 •
თბილისის მერია გაბრიელ ბერის საფლავის გახნის დღეს უფასო ავტობუსებს დანიშნავს

“საზოგადოების ინტერესის, მომლოცველთა დიდი რაოდენობისა და საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით  3 სპეციალური მარშრუტი დაინიშნება,”- აცხადებს მერია.

 

უფასო ავტობუსები 22 და 23 თებერვალს, დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე თბილისიდან მცხეთის მიმართულებით- დიდუბის მეტროს ზედა გასასვლელიდან, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ ავტობუსის გაჩერებიდან(„თბილისის ცენტრალის“ წინ) და დიდი დიღმიდან („გუდვილის“ მიმდებაე ტერიტორია) გავლენ.

 

მერიის განცხადებით ამ მიმართულებით სულ 140 ავტობუსი იმოძრავებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი