მიგრანტებით სავსე ნავი ესპანეთში ნუდისტების პლაჟს მიადგა [ფოტო]

პარასკევს ესპანეთის ერთ-ერთ სანაპიროზე, რომელსაც ნუდისტები იყენებენ, მიგრანტებით სავსე ნავი მიადგა. დეილი მეილის ინფორმაციით, როგორც კი ნავი სანაპიროზე გაჩერდა, ათობით დაბნეული მიგრანტი უმისამართოდ გაიქცა ტყისკენ.

როგორც დეილი მეილის წერს, ამ კვირაში ესპანეთში დაახლოებით 1 600 მიგრანტი შევიდა – უმეტესობა ალჟირიდან.

დეილი მეილის ინფორმაციით, ესპანეთმა ერთ წელიწადში 22 700 მიგრანტი მიიღო, რომელთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მიგრანტების რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გაუსწრო, სადაც ერთი წლის განმავლობაში 17 000 მიგრანტი მიიღეს.

მიგრანტებით სავსე ნავი ესპანეთში ნუდისტების პლაჟს მიადგა. ფოტო: reuters

მიგრანტებით სავსე ნავი ესპანეთში ნუდისტების პლაჟს მიადგა. ფოტო: reuters

მიგრანტებით სავსე ნავი ესპანეთში ნუდისტების პლაჟს მიადგა. ფოტო: reuters

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.