გიგა ზედანიას კანდიდატურას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შვიდივე წევრმა დაუჭირა მხარი. კონკურსი რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2013 წლის 2 დეკემბერს გამოცხადდა და საბუთების მიღება 2 კვირა გრძელდებოდა.
გიგა ზედანია იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც რექტორის არჩევნებში მონაწილებდა.
“ჩემთვის არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა ის ნდობა, რომელიც გამომიცხადა აკადემიურმა საბჭომ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ დაარსების დღიდან და ვიცი, რომ ეს არის უაღრესად წარმატებული უნივერსიტეტი. ჩემი ამოცანა იქნება ამ წარმატების შენარჩუნება და შემდეგ პროფესორებთან და სტუდენტებტან ერთად მისი ახალ დონეზე გადაყვანა”,- განუცხადა გიგა ზედანიამ პირველი არხს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2006 წლიდან დღემდე გიგი თევზაძე იყო.




