საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, მცხეთაში, წოდორეთის მთაზე იწვის ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდები.
როგორც საგანგებოდან გვაცნობეს, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
UPDATE: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰა ფართობზე ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდები. მათი ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.