განცხადების ავტორები უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავების თავიდან ასაცილებლად და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭოს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ სახელმწიფოებს.
განცხადების ინიციატორები არიან საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS), ხოლო მიმართვას ხელს აწერენ კვლევითი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ბელგიიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ფინეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და ა.შ.
მიმართვის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.




