ეკვადორის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს თქმით, ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს ლონდონში მდებარე საელჩოს დატოვება მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ Newsweek ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეკვადორის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ თვეს განაცხადა, რომ ქვეყანა დიდ ბრიტანეთთან ასანჟის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მადუროს ამ განცხადებამ მითქმა-მოღქმა გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ეკვადორის საელჩოში ვიკილიქსის დამფუძნებლის ყოფნის დღეები მალე დასრულდებოდა.
ასანჟმა ეკვადორს თავშსაფარი იმიტომ მოსთხოვა, რომ შევედეთში ექსტრადაცია თავიდან აეცილებინა. მას შვედეთში სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედებოდა ბრალი. ასანჟი ბრალდებებს უარყოფდა. მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე შვედეთში დაიხურა, თუმცა, თუ ასანჟი საელჩოს დატოვებს, ბრიტანეთის პოლიცია მაინც დააკავებს. ამის მიზეზი მის მიერ 6 წლის წინ გირაოს პირობების დარღვევაა.
ასანჟი საელჩოში 2012 წლიდან ცხოვრობს. ის შიშობს, რომ საელჩოს დატოვების შემთხვევაში, ბრიტანელი სამართალდამცავები დააკავებენ და აშშ-ს გადასცემენ, სადაც 2010 წელს გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის გაასამართლებენ.