ახალი ამბები

ობამა: უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უნდა ჩაერიონ იმაში, რისი გადაწყვეტაც მოქალაქეებს შეუძლიათ

20 თებერვალი, 2014 •
ობამა: უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უნდა ჩაერიონ იმაში, რისი გადაწყვეტაც მოქალაქეებს შეუძლიათ

ობამას განცხადებით, რომელსაც შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სათანადო მოპყრობა და უკრაინელი ხალხის თავისუფლად შეკრებისა და საკუთარი ინტერესების გამოხატვის უფლება რეპრესიების შიშის გარეშე.

 

ობამას იმედი აქვს, რომ უკრაინის მთავრობა გამოიჩენს თავშეკავებას და არ მიმართავს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. 

 

“ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვამბობთ, რომ თუ ადამიანები გადაკვეთენ [აკრძალულ] ხაზებს, ამას მოჰყვება შედეგი. [აკრძალული ხაზები] გულისხმობს იმასაც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უნდა ჩაერიონ იმ საკითხებში, რომელთა გადაწყვეტა მოქალაქეებს შეუძლიათ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

ობამა აღნიშნავს, რომ შტატების საბოლოო ინტერესია ის, რომ უკრაინის მომავალი მისმა მოქალაქეებმა გადაწყვიტონ და იმედს იტოვებს, რომ უკრაინა მშვიდობიან ტრანზიციას შეძლებს, ხოლო უკრაინის ოპოზიცია და მთავრობა გაითვალისიწნებს, რომ “ძალადობა არ არის ამ საკითხების გადაწყვეტის გზა.“

 

“გვჯერა, რომ უკრაინელების უმრავლესობა ევროპასთან ინტეგრაციის, მასთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის მომხრეა, რაც მათ ახალ შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას მოუტანს”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი