ახალი ამბები

აშშ–ს საქართველოს და მოლდოვის პრემიერები ეწვევიან – ვაშინგტონის მხარდაჭერა რუსეთის მეზობლებს

20 თებერვალი, 2014 •
აშშ–ს საქართველოს და მოლდოვის პრემიერები ეწვევიან – ვაშინგტონის მხარდაჭერა რუსეთის მეზობლებს

გამოცემა წერს, რომ ამ ვიზიტით ვაშინგტონს სურს ღიად გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა რუსეთის მეზობელი ამ ქვეყნების მიმართ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში. 

 

გამოცემის წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მომდევნო კვირაში ჩავა, ხოლო მისი მოლდოველი კოლეგა – ერთი კვირის შემდეგ. 

 

“მე ვერ გეტყვით როგორ მოხდა ამ ვიზიტების ინიცირება”, – აცხადებს გამოცემის წყარო.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრები არიან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სავარაუდოდ აგვისტოში ელოდებიან.

 

‘ეს ვიზიტები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მოსკოვისადმი შეტყობინების გაგზავნას, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ამ ორი ქვეყნის გვერდით იდგება უკრაინის კრიზისის დროს. ობამამ და სხვა დასავლელმა ლიდერებმა გააძლიერეს ზეწოლა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს. აშშ–მა დააწესა სავიზო სანქციები უკრაინის ხელისუფლების 20 წარმომადგენელზე, რომლებიც, სავარაუდოდ, კიევში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებზე არიან პასუხისმგებელნი. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ ისიც ამზადებს მიზნობრივ სანქციებს”, – წერს როიტერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი