ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახური ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს შეამოწმებს, მათ შორის უცხოურ კომპანიებსაც.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  შემოწმება უკვე ტარდება ხე – ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში ამ დრომდე გამოვლინდა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო, საიდანაც ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.

“ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, ქალაქებში- თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე – ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.