ახალი ამბები

პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

20 თებერვალი, 2014 • • 1129
პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

“ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ხელისუფლებისთვის. ვიზიტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ჩვენ გვექნება მუშაობა და შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდება, ხელი შეეწყობა მის გაღრმავებას და წინსვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვლიდან 1 მარტამდე გაგრძელდება.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერის პოსტზე მოღვაწეობა ისე დაასრულა, რომ მას ოფიციალური ვიზიტი არ განუხორციელებია აშშ-ში, რომელიც საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყანაა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი