09.00 – საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:15- საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი მაია ფანჯიკიძე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00 – “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სასამართლოში საგადასახადო დავების განხილვისას დანერგილი არაეფექტური პრაქტიკა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა უფლებების აღდგენის პროცესს აფერხებს და არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
მის: ქანთარიას ქ.#11ა; საკონტაქტო პირი ნათია ჩაჩანიძე – 598563756
11:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში
11:30 – “პირველის” პრესკლუბში საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” ხელმძღვანელი, ნარკოლოგი თამარ სირბილაძე ბიონარკოტიკის თემაზე პრესკონფერენციას გამართავს. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
11:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 50% ბარიერი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში, გამოწვევები, თვითმმართველობის კოდექსი, საარჩევნო გარემო
12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა პრესკონფერენციას გამართავს
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები.
12:00 -“პირველის” პრესკლუბში “ზიანის შემცირების ქსელის” იურისტი კახა კვაშილავა ბიონარკოტიკის თემაზე პრესკონფერენციას გამართავს. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12:00 – საკრებულოს უმრავლესობის წევრები მაკა გვარამია და ზაზა გაბუნია საკრებულოში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “სოციალ-დემოკრატების” აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კობა ნარჩემაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: პროკურატურაში მიმდინარე პროცესები, უკრაინაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო გარემო.
12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები.
12:30- “პირველი პრესკლუბის” სტუმარი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა “ურანტის” ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე იქნება. თემა: ბიონარკოტიკი, მეტადონის პროგრამა. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, არჩილ გამზარდია ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, საარჩევნო გარემო.
12:45 – “პირველის” პრესკლუბში “გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეაფასებს.მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
13:00 – “პირველ პრესკლუბში” ანდრო ბარნოვი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ამასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
13:00- “რეპორტიორის” პრესკლუბში “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემო.
13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის “სტუდენტური ომბუდსმენის” წარმომადგენლები გიგა გვასალია და ნიკოლოზ ჩომახაშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სტატუსშეჩერებული სტუდენტები; უნივერსიტეტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვა; უნივერსიტეტების მიერ გაწული არამიზნობრივი ხარჯები.
ტელ. 555 96 62 62
13:00 – ევროპის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია “ლიბერალური აკადემია თბილისი” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვიზის ფასილიტაციის შეთანხმება და ევროპის სავიზო კოდექსის იმპლემენტაცია.
მის: თავისუფლების მოედანი #1 (შესასვლელი დადიანის ქუჩიდან); საკონტაქტო პირი სალომე ბულია – 593 10 44 64
13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, 50%-იანი ბარიერი.
13:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი თეიმურაზ ზაქარაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთის ბერკეტები საქართველოზე და უკრაინაზე და მოსალოდნელი საფრთხეები.
14:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის” ლიდერი ნესტან კირთაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
15:00 – სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრება.
15:45 – სასტუმრო “რედისონში” საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი ბიზნესის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.
16:00 – სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ჯეიმს დიუ და აშშ-ს პარაოლიმპიური ჩემპიონი ქენდლის ქემბლი ეწვევიან.
17:00 – საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ინგა ბატატუნაშვილის და სოსო ქუმსიაშვილის მასშტაბური ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით ,,განცდა” გაიმართება.
18:15 – ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობის წინ ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები აქციას გამართავენ. თემა: თეატრის დაფინანსების პრობლემები. დავით აღმაშენებლის გამზ. #127, საკონტაქტო პირი მზია მახნიაშვილი – 599 791 629
19:00 – პრეზიდენტის სასახლეში “არტარეა” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მოაწყობს თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენას – “ხელოვნება მართავს”. ღონისძიებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.




